Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა ქორიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს; 1975-1978წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1969-1980წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად და არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1975-1999წწ. იყო მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი მხატვარი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; 1983-1984წწ. მოსკოვის "დონის მონასტრის" არქეოლოგიური ექსპედიციის მთავარი არქიტექტორი; 1984-1990წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1990-1995წწ. იყო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1996-2004წწ. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად, ურბანიზაციისა და მშენებლობის საკონსულტაციო ჯგუფის უფროსად; ამავე დროს იყო სექტორული ეკონომიკის სამსახურის უფროსი; არის შემდეგი პროექტების ავტორი: "ქ. თბილისის რეკრიაციული ზონა", "ოკამის საბჭოთა მეურნეობის რეკონსტრუქცია"; მხატვრულად გააფორმა 30-მდე სპექტაკლი; გაფორმებული აქვს სამი ფილმი; მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს მეტეოსადგურების მშენებლობაში; მათ შორის მამისონის, როკის და გოდერძის უღელტეხილებზე; ასევე, 14-სართულიანი ლაბორატორიული კორპუსის მშენებლობაში; მონაწილეობდა განათლების სისტემის რეფორმაში; მის მიერ შემუშავებული იქნა ეკონომიკის, მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლისა და სატყეო მეურნეობების, ენერგეტიკის, ურბანიზაციისა და მშენებლობის დარგებში მნიშვნელოვანი კონცეფციები და კანონპროექტები; დააფუძნა "სამეფო სახლის საერთაშორისო ფონდი"; გამოსაცემად მოამზადა ისტორიული წიგნი "საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე"; მინიჭებული აქვს დიდებული თავადის წოდება; განხორციელებული აქვს საინტერესო პროექტები არქიტექტურაში, ქანდაკებაში, არქეოლოგიაში, ჰერალდიკაში, თეატრსა და კინოში. დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "დიმიტრი II" (1982), "რბოლა" (1997); გადაღებულია ფილმებში: "ღიმილის ბიჭები" (თემური, 1969), "ერთხელ" (საბა, 1962). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.571-572; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.132; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: economy.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |