The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:21 იანვარი, 1982  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაბაკევი, დაბა კულაში (სამტრედიის რაიონი).

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1933 წლიდან; მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე 1939 წლიდან.

მუშაობდა მხატვრად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. მისი ნამუშევრებია: "გამარჯვების ზეიმი" - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945-1950); "ხალხთა მეგობრობა" - სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953-1956); "ბოროტსა სძლია კეთილმან" - მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957-1960); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი; გმირულ-რომანტიკული ხასიათის მონუმენტური მოხატულობა თბილისში საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე და სხვა. ასევე მუშაობდა დაზგურ ფერწერაშიც, პორტრეტის ჟანრში. შექმნა ისტორიულ პირთა და თანამედროვეთა პორტრეტები: "შოთა რუსთაველი", "თამარ მეფე", "დავით გურამიშვილი", "ნინო ჭავჭავაძე", "პ. კობახიძე", "კ. კალაძე", "ვ. გელოვანი" და სხვა. აღსანიშნავია მისი შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები. საგულისხმოა ნამუშევრებიც წიგნის გრაფიკაში. ფერმწერ-მონუმენტალისტი. მონუმენტური ფერწერის თვალსაჩინო წარმომადგენელი. რეჟისორ რობერტ სტურუას მამა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.324; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.343; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: