შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1915 წელს. 1908 წელს გაზეთ დროებაში დაბეჭდა თავისი პირველი მოთხრობა - "წვიმაში"; აქედან მოყოლებული, მას კალამი არ გაუგდია; მწერლის საუკეთესო ნაწარმოებებია: "დედაკაცის ბედი", "იაღლუჯა", "მტერთა სასძლო", "ქალის გული", "ძველი გმირი"; ზოგი მოთხრობა თარგმნილია უკრაინულად; მას აქვს მრავალი თარგმანი რუსულიდან და სომხურიდან; აღსანიშნავია რომ იგი იყო ქართული ენის შესანიშნავი მცოდნე და თავისი წვლილი შეიტანა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეულის მომზადებაში. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.329
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |