Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე შარვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფეოდოსია. დაამთავრა კიევის რეალური სასწავლებელი 1889 წელს, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში; 1895-1899წწ. სწავლობდა პარიზში ფერნან კორმონის სტუდიაში, მოგივიანებით ჟულიენთან. 1906 წელს დაბრუნდა პარიზიდან; 1906-1917წწ. მუშობდა პეტერბურგში, იყო თეატრის მხატვარი; 1918-1920წწ. მისი ხელმძღვანელობით სოხუმში დაარსდა თეატრალური საზოგადოება და სამხატვრო სტუდია, რომელშიც თავად ასწავლიდა. გააფორმა მთელი რიგი თეატრალური დადგმები; 1919 წელს ცხოვრობდა კოკტებელში (ყირიმი); 1920 წელს დიაგილევის მიწვევით ევროპულ ტურნეში გაემგზავრა როგორც მხატვარი მის საბალეტო დასთან ერთად. ბრწყინვალედ გააფორმა დადგმები ლონდონში, პარიზში, მადრიდში, მონტე-კარლოში; 1921 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში. თავისი ნამუშევრების უდიდესი ნაწილი საჩუქრად გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს და სოხუმის სამხატვრო გალერეას. ავტორია მთელი რიგი პოპულარული და კრიტიკული სტატიებისა ხელოვნებაში. სცენოგრაფი, მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და დიზაინერი, ხელოვნების კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. მამით - შერვაშიძეთა სამთავრო სახლის შთამომავალი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის - გიორგი შერვაშიძის შვილიშვილი, დედით - ფრანგი. ა. შერვაშიძე 1968 წელს მონაკოში, მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. დაიკრძალა ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი ქ. სოხუმში გადმოასვენეს. 1985 წელს თბილისში შედგა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა. წყარო:nobility.pro; modernism.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |