შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ფურცელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1849 წელს. გაანაწილეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის უმაღლესი განყოფილების მასწავლებლად; ორი წლის შემდეგ მიანიჭეს კანდიდატის ხარისხი და გაამწესეს თბილისის სასულიერო სემინარიის პროფესორად; 1853 წელს თავისივე თხოვნით გაანთავისუფლეს სასულიერო წოდებიდან, დანიშნეს ტიტულოვან მრჩევლად და უბოძეს მაგისტრის ხარისხი; 1860 წლიდან კავკასიისა და ამიერკავკასიის სამოქალაქო მოწყობის მოხელეა; იგი ზედამხედველობას უწევდა ეკლესიებს და სასულიერო საქმიანობას მთიან რეგიონებში; 1964 წლიდან მუშაობს კავკასიის მეფისნაცვალთან, სადაც დიდი მთავრის დავალებით განაგებს კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეებს; 1868 წელს დაინიშნა შტატის მრჩევლის თანამდებობაზე განსაკუთრებულ დავალებათა IV კლასის მოხელედ; ეწეოდა მეცნიერულ საქმიანობას; მისი შრომებიდან აღსანიშნავია: "ქართული საეკლესიო გურჯები", "სათავადაზნაურო გურჯები", "საგლეხო გურჯები", "კახეთის უმთავრესი საჭიროებანი და მოთხოვნილებანი", "ბოდბის მონასტრის აღწერა", "დღესასწაულნი საქართველოს ეკლესიისა", "ანდერძი ანტონ კათალიკოსისა", "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ვახტანგ მეფის სამართლის მიხედვით" და სხვა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.339 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |