| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აპოლონ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის განყოფილება 1926 წელს. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სატირულ ჟურნალში მთავარ რედაქტორად, პარალელურად მონაწილეობდა თბილისსა და მოსკოვში გამართულ გამოფენებში; ამავე პერიოდში შექმნა ფერწერული ტილოები - "1905 წელი საქართველოში", "გიორგი სააკაძე მარაბდის ბრძოლაში", "ნასაკირალის ბრძოლა", მოხატა ქ. ფოთის თეატრი; 1928 წელს იგი პროფესიული დაოსტატების მიზნით გაემგზავრა ლენინგრანდში; ერთ წლის შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო მოსკოვში. მუშაობდა საბავშვო სამხატვრო ლიტერატურის გაფორმებაზე; იყო აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარი. ამ პერიოდში შექმნა სურათები - "სვანეთი", "თურქეთის შემოსვლა დასავლეთ საქართველოში", "რუხის ბრძოლა" და სხვა მრავალი. 1942 წელს მოსკოვიდან მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრაზე; 1959-1972წწ. იყო სამხატვრო აკადემიის რექტორი. მხატვარი, ფერმწერ-ბატალისტი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.347; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.369; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

