The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ქუთათელაძე

დავით ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 1958  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში. დაამთავრა ლენინგრადის სამხატვრო აკადემია.

1922 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასა და გამომცემლობებში როგორც მხატვარი. 1942 წლიდან სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში. ლენინგრადში სწავლის დროსაც იყო ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთების აქტიური თანამშრომელი. ლენინგრადში თითქმის ოცი წელი დაჰყო. გადაიტანა ლენინგრადის ბლოკადის უმძიმესი დღეები. 1942 წელს გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო სამხატვრო აკადემიაში სასწავლო ნაწილისა და დაზგური გრაფიკის სახელოსნოს გამგედ. მხატვარი, გრაფიკოსი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.348; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.369; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge


გააზიარე: