The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ღლონტი

შალვა ღლონტი
Date of birth:15 October, 1912
Date of death:2 November, 1970  (at 58 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

სწავლობდა მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონის სკოლაში, მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, შემდეგ მოღვაწეობდა სიღნაღის რაიონულ გაზეთში. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა და 1947 წლიდან ლექციებს კითხულობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1962 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ამავე დროს "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი. როგორც კვალიფიციური რუსთველოლოგი, 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს "ვეფხისტყაოსნის" პოეტიკის საკითხებზე. ფართოდაა ცნობილი მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები: "ვეფხისტყაოსნის მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა", "ქართველი მწერლების მხატვრული ოსტატობის თავისებურებანი", "ვეფხისტყაოსნის" ფრაზეოლოგიური ლექსიკონი და სხვა. აქტიურად მონაწილეობდა მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში. ფილოლოგი, მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.351; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.geდიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.374

Member of Organizations

  • "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისია, წევრი

Bibliography


Share: