შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. სწავლობდა მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1947 წლიდან ლექციებს კითხულობს სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1962 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკია; იგი როგორც კვალიფიციური რუსთველოლოგი, 1967 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს "ვეფხისტყაოსნის" პოეტიკის საკითხებზე; ფართოდაა ცნობილი მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები: "ვეფხისტყაოსნის მხატვრული ენის სპეციფიკურობის პრობლემა", "ქართველი მწერლების მხატვრული ოსტატობის თავისებურებანი", "ვეფხისტყაოსნის" ფრაზეოლოგიური ლექსიკონი და სხვა; ამის გარდა იყო მიმდინარე ლიტერატურული პროცესების აქტიური მონაწილე - მისი საინტერესო კრიტიკული წერილები და რეცენზიები მკითხველის ცხოველ ინტერესს იწვევდა; მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.351 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |