Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედიშერ ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდრავლიკა-მექანიკის განხრით 1949 წელს. 1951-1961წწ. განაგებდა ჟურნალ "დროშის" ლიტერატურულ განყოფილებას; 1961 წლიდან იყო ჟურნალ "მნათობის" ჯერ პროზის განყოფილების გამგე, შემდეგ - პასუხისმგებელი მდივანი. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1949 წელს; ნარკვევების პირველი კრებული "ბურთი და მოედანი" - 1954 წელს; მოთხრობების პირველი კრებული "მაღალი ჭერი" - 1956 წელს; 1950-იანი წლების დადასრულს მწერლის მხატვრული ოსტატობა საბოლოოდ დაიხვეწა; ამავე წლებში შეიქმნა მისი საუკეთესო მოთხრობები ("ჰაბოი", "ხელები", საბავშვო მოთხრობების ციკლი "ათფურცლიანი რვეულები", რომელსაც მიენიჭა პრემია საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებისათვის 1956 წელს და სხვ.). მწერლის თხზულებათა შინაგანი მთლიანობა და ჰარმონიულობა, სისადავე და ღრმა ჰუმანიზმი კიდევ ურფო გაცხოველდა მომდევნო პროზაულ კრებულებში: "გოგონა, რომელსაც ზღვა არ უნახავს" (1960); "მწვანე ფარდა" (1963); "მთვარის საქანელა" (1964); "ბურთი, რომელსაც ბიჭი დაეკარგა" (1960); "დროთა კავშირი" (1967); "მეცხრე კარი" (1972) და სხვ. განსაკუთრებულად წარმოჩნდა მწერლის ოსტატობა მის ბოლო ორ რომანში - "ცაში ასროლილი ქუდები" და "წითელი ღრუბლები". მისი თხზულებანი თარგმნილია ყოფილი სსრკ ხალხთა და ზოგიერთ უცხო ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.654; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.357 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |