შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის გიმნაზია. 1882 წლიდან სწავლობდა ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტში, შემდეგ სორბონის(პარიზი) უნივერსიტეტში(ისტორიულ-ფილოლოგიური). 1886 წელს დაბრუნდა სამშობლოში; იღვწოდა პედაგოგიურ სარბიელზე; მისი წერილები, ნარკვევები, თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში("დროება", "ივერია", "შრომა", "სახალხო გაზეთი", "თემი", "მოამბე", "თეატრი და ცხოვრება", "ჯეჯილი"); წერდა "კლდიას" და "მოგზაურის" ფსევდონიმებით; თარგმნა ჰომეროსის, ევრიპიდეს, ესქილეს, გოეთეს, რენანის თხზულებები, ინდური და ძველი ებრაული ჰიმნები; გდააკეთა და ცალკე წიგნებად გამოსცა "ამირანის ლექსი"(1913), "როსტომიანი"(1914), "ვეფხისტყაოსანი"(1915); მას ეკუთვნის "ქართული სიტყვიერების განარკვი"1929); ქართული კლასიკური ოპერის, ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერის", აგრეთვე ა. ყარაშვილის ოპერა "ვეფხისტყაოსანის"(დაუმთავრებელი) ლიბრეტისტი; ქართულად თარგმნა ა. რუბინშტეინის ოპერა "დემონი"(1905, პეტერბურგი, დაიდგა ქართულ ენაზე); ლიტერატურის კრიტიკოსი, ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 330; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.74 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |