The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანგელინა მიქაბერიძე

დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნამოხვანი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი 1944 წელს(ვოკალური, საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1949 წელს(ვოკალური).

1949-1954წწ. იყო თბილისის რადიომაიწყებლობის კომიტეტის, 1954-1955წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, 1955 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ვოკალი); ქართული რეპერტუარი: ლატავრა(ზ. ფალიაშვილი "ლატავრა"), ქეთო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), თინა(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"); ქართველ კომპოზიტორთა რომანსები, მათ შორის: არაყიშვილი "დედას", ტუსკია "ბარათი", შ. თაქთაქიშვილი "მაისის სიმღერა", ა. მაჭავარიანი "სამშობლოს", რ. გაბიჩვაძე "ივერიის მთებზე", "რუსთავიდან ქარი", ნ. გუდიაშვილი "ექსპრომტი", ო. თაქთაქიშვილი "გაზაფხული", "ჩვენი მერცხლები", რ. ლაღიძე "მაგონდება ჩუქურთმაში ყვავილი", ა. ჩიმაკაძე "იავნანა", დ. ჩხეიძე "პირველი თოვლი"; სხვა რეპერტუარი: მარფა(რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), ლაკმე(დელიბი "ლაკმე"); საოპერო და კამერული მომღერალი, კოლორატურული სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 332


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: