The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა მკერვალიძე

ნათელა მკერვალიძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1939  (85 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს (ვოკალური).

1969 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიკულ-დრამატული სოპრანო); 1968-1969წწ. საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: მარო, ეთერი, მარიხი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ამრა (ა. ბალანჩივაძე "ოქროს ქორწილი"), მზია, თამარი (ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "მთვარის მოტაცება"), ლელა (რ. ლაღიძე "ლელა"), მწყემსი გოგონა (ს. ცინცაძე "განდეგილი"); ვოკალურ-ინსტრუმენტული: ს. ცინცაძე კანტატა "დიდების გზა" (1976, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: აიდა, დეზდემონა, ვიოლეტა, ლეონორა (ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა", "ტრუბადური"), მიქაელა (ბიზე "კარმენი"), ტოსკა(პუჩინი "ტოსკა"), სანტუცა (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), სერპინა (პერგოლეზე "მოახლე-ქალბატონი"), ელზა, სენტა (ვაგნერი "ლოენგრინი", "მფრინავი ჰოლანდიელი"), ტატიანა, იოლანტა, ლიზა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", "პიკის ქალი"); გასტროლები: სსრკ, სოციალისტური ქვეყნები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 334; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.48; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.178

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1978 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: