შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკიტა მკრტჩიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყიზლარი. სწავლობდა ქ. ვლადიკავკაზის მუსიკალურ სასწავლებელში, 1927-1932წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(კომპოზიცია). 1936-1941წწ. იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის, V მუსიკალური სკოლის პედაგოგი(თეორიული საგნები); საქართველოს რადიოსა და დრამატული თეატრის ორკესტრის დირიჟორი და გიტარისტი; თხზულებები: ბალეტი - საბავშვო "ნორჩი პატრიოტები"(1941, 3 მოქმედებად), ოპერეტა - "მშვენიერი ელენე"(1923); ვოკალური, სოლო, ინსტრუმენტული ნაწარმოებები, მათ შორის: სონატა ვიოლონჩელოსათვის(1973, პირველი შესრულება), პიესები ვიოლონჩელოსათვის(1978), სიმფონიური სიუიტა "ძველი თბილისის სურათები"; საბავშვო სიმღერები, მუსიკა სომხური დრამატული თეატრისათვის, მათ შორის: "პეპო", "ნამუს", "ქორ-ოღლი", "ჰამლეტი", "ოტელო", "1905 წელი", გუნდები; საქართველოში მცხოვრები სომეხი კომპოზიტორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 335 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |