The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ მონადირაშვილი

იოსებ მონადირაშვილი
სხვა სახელი:იოსებ მონადირიშვილი
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1871
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 1916  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა ქ. თელავის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია.

1892 წელს იყო ქ. დორპატის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი; სწავლის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა ქ. თელავში, სადაც დააარსა სასულიერო გუნდი, სათავეში ედგა სასულიერო სასწავლებლის ბიბლიოთეკას; 1895-1915წწ. თბილისის გიმნაზიაში სიმღერის, ქართული და რუსული ენის პედაგოგი; თბილისის ქაშუეთის ეკლესიის მგალობელთა გუნდის ლოტბარი; ნოტებზე გადაიტანა სასულიერო საგალობლები და ხალხური სიმღერები; მართავდა კონცერტებს, ლიტერატურულ-თეატრალურ საღამოებს; იყო ერთ-ერთი მოთავე თბილისში ქართული გიმნაზიის შენობის აგების; 1912 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც შევიდა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე; ზოგიერთი ცნობით ავტორია პასექის ტროპარების, რომანსების, მუსიკალურ საკითხებზე წერილების; ქართული საეკლესიო გალობის შესახებ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა წერილი - "О нуждах и задачах церковно-грузинского пения"("Кавказ", 1900, №155). ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 336; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.369

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1908-1911)

გააზიარე: