Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხაილ მორდკინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. 1920-1922წწ. თბილისში სათავეში ედგა "რუსულ ბალეტს"; მამაკაცური ცეკვის ერთ-ერთი რეფორმატორი; იყო ცნობილი საბალეტო მოცეკვავეების ა. პავლოვას, მ. კსეშინსკაიას პარტნიორი; წამყვან პარტიებს ასრულებდა რუსულ, ევროპულ და ამერიკულ ბალეტებში; მოღვაწეობდა საფრანგეთსა და აშშ-ში, სადაც დააარსა "Mordkin-baley"; მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული პროფესიული ბალეტის ჩამოყალიბებაში; თანამშრომლობდა კ. მარჯანიშვილთან, მათ ქ. კიევში ერთობლივად დადგეს ლოპე დე ვეგას "ფუენტე ოვეხუნა"("ცხვრის წყარო"), სადაც მიხაილ მორდკინმა ბრწყინვალე ქორეოგრაფია შექმნა, დადგმასაც ბრწყინვალე და ხანგრძლივი წარმატება ჰქონდა; თბილისში დააარსა საბალეტო სტუდია, რომელშიც მ. პერინის ზოგიერთი მოწაფე შევიდა, ამ დასის ძალებით მან დადგა: დელიბი "კოპელია", ადანი "ჟიზელი", არმსჰაიმერი "კავალერიის შესვენება", მოშკოვსკი "გრენადის ყვავილები", ჰერტელი "ამაო სიფრთხილე", გუნო "დიონისეს დღესასწაული", "კარნავალი"(ლისტის, რუბინშტეინის, გლაზუნოვის, დრიგოს, მინკუსის მუსიკაზე); ცალკეული ამ ბალეტთაგან XX-ს მიწურულამდე შერჩა ქართულ საბალეტო სცენას; რუსი ბალეტმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 337
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |