The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილამაზ მეძმარიაშვილი

ილამაზ მეძმარიაშვილი
ოფიციალური სახელი:ზურაბ მეძმარიაშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1924
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 2012  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმი ფერწერის განხრით 1944 წელს; საქართველოს სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1950 წელს.

1951 წელს წავიდა სიმფეროპოლში, სადაც სამხატვრო სასწავლებელში ასწავლიდა; 1952 წელს დაბრუნდა თბილისში, ასწავლიდა სამხატვრო სასწავლებელში; 1953 წლიდან  მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციურ საამქროში დამდგმელ მხატვრად; 1954 წლიდან გადავიდა მხატვრული ფილმების მხატვრად; 1981 წლიდან იყო კინოსტუდია ქართული ფილმის მთავარი მხატვარი. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ყურშა" (1954), "ჩრდილი გზაზე"  (1956), "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "საბუდარელი ჭაბუკი" (1957), "კარდაკარ" (1960), "ჯარისკაცია მამა" (1964), "ნერგები" (1972), "მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)" (1980), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (1989), "მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი" (2008) და სხვ.

წყარო:ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1978 - სსრკ წარჩინებული კინემატოგრაფისტის ნიშანი
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: