შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ მჟავია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს(საკომპოზიციო). ძირითადად მოღვაწეობს სასიმღერო ჟანრში; ფართო საზოგადოებამ გაიცნო სიმღერით "დეკემბერი, დეკემბერი", რომელიც მისი სავიზიტო სიმღერა გახდა, 1982 წელს "წლის საუკეთესო სიმღერად" აღიარეს; ასევე ჰიტად იქცა სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო", რომელითაც მომღერალმა ა. ნიჟარაძემ პირველი ადგილი და გრან-პრი მოიპოვა საქართველოში, პრაღასა და ტალინის საერთაშორისო კონკურსებზე; მისი სიმღერები ქართული ესტრადის წამყვანი მომღერლების რეპერტუარშია: ნ. ბრეგვაძე, თ. წიკლაური, ნ. აბესაძე, მ. სეფაშვილი, თ. თათარაშვილი, თ. ჭოხონელიძე, თ. გვერდწითელი, ზ. კობეშავიძე; ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, ტონი ომეილმა სიმღერა "ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო" თავის რეპერტუარში შეიტანა და ქართულად მღერის; თხზულებები: სიმფონია "დიოსკურია"(1980, პირველი შესრულება), სიმღერები, მათ შორის: "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო", "ვაზის სიმფონია", "აღმაშენებელი თბილისს მობრძამდება", "ქართველების ერთად ყოფნა, დამილოცე ღმერთო", "ნუ მწერ", "თბილისი იყო ურთიერთობა კეთილშობილთა ყრმათა", "რა ცოტა წყალი ჰყოფნით იებს სიცოცხლისათვის", "თქვენ ყველაფერი გშვენით", "ჰიმნი ახალ სიცოცხლეს", "დეკემბერი, დეკემბერი"; მათ შორის არაერთი წლის საუკეთესო სიმღერად იქნა აღიარებული; მუსიკა კინოფილმებისა და დრამატული თეატრისათვის. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 338; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.74 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |