The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არუსიაკ მურადოვა

Legal name:არუსიაკ ტერ-პოღოსოვა
Date of birth:28 February, 1926  (98 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1946 წელს(ფორტეპიანო), მოსკოვის კონსერვატორია 1954 წელს(ვოკალური).

1947-1948წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური); 1955-1981წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(მეცო-სოპრანო); რეპერტუარი: 30-ზე მეტი საოპერო პარტია, მათ შორის ქართული რეპერტუარი: ნათელა, ნანო(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), დარეჯანი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ბაბუსი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ასმათი, დედა(შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", "დიდოსტატის მარჯვენა"), დედა(ა. ანდრიაშვილი "ზვავი"), გივი(ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები"), ანა(მეღვინეთუხუცესი "დავით გურამიშვილი"), მარია სერგეევნა, გრიბოედოვის და(დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი", 1958, პრემიერა), რუსუდანი(გაბიჩვაძე "ნანა"), იოკასტე(ა. შავერზაშვილი "ოიდიპოს მეფე", 1965, პრემიერა), ბაჭია(ნ. მამისაშვილი "ბაქია-ბაჭია"), დედა(ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა"); ქართული, ვოკალურ-სიმფონიური: ა. შავერზაშვილი ორატორია "ჩემი სამშობლოს სიმღერები", ო. თაქთაქიშვილი ვოკალური ციკლი გ. ტაბიძის ლექსებზე, ე. შავერზაშვილი ვოკალური ციკლი "დიალოგები", არიები დ. არაყიშვილის, შ. მშველიძის ოპერებიდან; სხვა რეპერტუარი: ამნერის, აზუჩენა, მადალენა(ვერდი "აიდა", "ტრუბადური", "რიგოლეტო"), ზიბელი(გუნო "ფაუსტი"), ლოლა(მასკანი "სოფლის პატიოსნება"), კარმენი(ბიზე "კარმენი"), სუძუკი(პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი"), ალისა(დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), ლარინა, ოლგა, ლაურა, პოლინა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", "პიკის ქალი"), თევდორე, მარინა მნიშეკ(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ყივჩაღი ქალიშვილი, კონჩაკოვნა(ბოროდინი "თავადი იგორი"), ფროსკა(პროკოფიევი "სემიონ კოტკო"), ზუსკა(სუხონი "კრუტნიავა"); საქართველოს რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატი; გასტროლები: პოლონეთი, გერმანია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად; საქართველოში მოღვაწე სომეხი საოპერო მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 341

Awards and Honors

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: