The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურაზ მურვანიძე

მურაზ მურვანიძე
Legal name:თეიმურაზ მურვანიძე
Date of birth:10 May, 1939  (84 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1965 წელს.

1988-1992წწ. იყო პეტერბურგის "მარინის" თეატრის მთავარი მხატვარი; 1998 წელს საერთაშორისო ასოციაცია "აბრეშუმის გზის" მთავრი მხატვარი; პეტერბურგის კონსერვატორიის დოცენტი (1998); ქართული სპექტაკლები, ოპერები: დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1966, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1983, ქუთაისი, უ. იმერლიშვილთან ერთად); ქართული ბალეტები: რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი" (1971, პრემიერა), დ. თორაძე "მწირი" (1976, ფილმი-ბალეტი), გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი" (1984, პრემიერა), ა. მაჭავარიანი "ვეფხისტყაოსანი" (1985, პრემიერა სანკტ-პეტერბურგი); მუსიკალური კომედიები, ოპერეტები: ს. ნასიძე "სტუდენტები" (1965, პრემიერა), ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში" (1968, პრემიერა), შ. მილორავა "გაბზარული ფირფიტა", "ჩანჩურა", "ძუნწი" (1970, 1976, 1981, პრემიერები), ნ. გაბუნია "ყვარყვარე" (1974, პრემიერა), გ. ცაბაძე "მირანდოლინა" (1976, თბილისი); სხვა რეპერტუარი: გუნო "ფაუსტი" (1964, თბილისი), დონიცეტი "დონ პასკუალე" (1978), მუსირგსკი "სოროჩინის ბაზრობა" (1988, სანკტ-პეტერბურგი), პროკოფიევი "მოთამაშე" (1989), ვერდი "დონ კარლოსი" (1990, სანკტ-პეტერბურგი), ვერდი რეკვიემი (1990, მონტე-კარლო); ბალეტები: პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა" (1983, თბილისი), ბორის ჩაიკოვსკი "ჯავშნოსანი პოტიომკინი" (1986, სანკტ-პეტერბურგი), ადანი "კორსარი" (1986), ჩაიკოვსკი "გედების ტბა" (1989, რომი), პროკოფიევი "კონკია", ლიბარი "მარლო" (ლოზანა); ჯ. ბალანჩინის ქანდაკება (1997, გ. ჯაფარიძესთან ერთად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ); მიღებული აქვს საქართველოს პრესის პრიზი საუკეთესო სპექტაკლისთვის (1963), ნიუ-იორკის VI საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრი (ფილმი-ბალეტი "მწირი", 1978), ქ. ვანკუვერის სერთაშორისო გამოფენის ოქროს მედალი (1986). თეატრალური მხატვარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 342; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.223; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.343

Awards and Honors

  • 2016 - პრემია "საგურამო"
  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1978 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

Share: