| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ყიფშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სკანდე, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის ქართულ-სომხური განყოფილება 1916 წელს. სტუდენტობიდანვე ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ნიკო მარის ხელმძღვანელობით; იკვლევდა შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთ ქალაქებს (ვარძია, უფლისციხე), ანისის გამოქვაბულებს, შეისწავლა და გამოსცა ძველი ქართული მწერლობის ძეგლები ("პროხორეს ცხოვრება", "წმ. ლუკასა და ნიკოლოზ დვალის მარტვილობა", ორივე გამოცემა 1927 წელს); 1914 წელს ხელმძღვანელობდა სოფელ მურის (ახლანდელი ცაგერის რაიონი) არქეოლოგიურ გათხრებს; 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა სომხური ენის პედაგოგად. ფილოლოგი, ისტორიკოსი. ენათმეცნიერ იოსებ ყიფიანის ძმა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.656; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.360; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.381 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

