Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ შარლემანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: "მირ ისკუსტვა"("Мир искусства"), "აპოლონი"("Аполлон"), "ლუკომორე"("Лукоморье"), "სატირიკონი"("Сатирикон"); შეასრულა ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობის" ილუსტრაციები; მეტწილად მუშაობდა გრაფიკულ ტექნიკაში, სპექტაკლების მხატვრულ გაფორმებაზე, ასევე ასრულებდა შეკვეთებს ფაიფურის საიმპერატორო ქარხნისთვის; 1917 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა კავკასიაში, 1918 წლიდან თბილისში; იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც ჩამოაყალიბა და თავადვე 1922 წლიდან ხელმძღვანელობდა გრაფიკის ფაკულტეტს; 1941 წლიდან აკადემიის პროფესორია; მან საქართველოში 40 წელი დაჰყო და ამ ხნის მანძილზე შექმნა არაერთი ნამუშევარი; შესრულებული აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებთა ილუსტრაციები, სპექტაკლების გაფორმება, გრაფიკა საქართველოს ბუნების და ცხოვრების თემებზე; არის ავტორი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბისა(ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით), ასევე საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბისა(ე. ლანსერესთან ერთად); რუსი კლასიკოსი მხატვარი, ფერმწერი, პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.366; https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_შარლემანი Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |