The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნევრესტან შაშიკაშვილი

ნევრესტან შაშიკაშვილი
Date of birth:24 April, 1901
Date of death:9 April, 1976  (at 74 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქედქედი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1931-1938წწ. მუშაობდა ბათუმის ქალაქის მთავარი საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორად; 1938 წელს გადაიყვანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის კომისარიატში, ჯერ მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ დააწინაურეს მინისტრად; 1978 წლიდან იგი თბილისშია, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განყოფილების უფროსად; ამავე დროს იგი სამედიცინო ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის ასისტენტია; შემდეგ აირჩიეს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის კათედრის დოცენტად, ხოლო მოგვიანებით პროფესორად და ამავე კათედრის გამგედ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღწვოდა; შეთავსებით მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებათა მთავარი სამმართველოს უფროსად; ღრმად შეისწავლა და მეცნიერულად დაამუშავა საქართველოში ჯანდაცვის ორგანიზაციის საქმე და სამედიცინო მომსახურების ძირითადი ფორმები XIX საუკუნეში; არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის შვიდი მონოგრაფიის ავტორი; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებული და დაცულია რამდენიმე სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია; დაჯილდოებული იყო მედლებით; ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.368; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.279

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: