Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პლატონ შუშანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, 1917 წელს შევიდა პარტიის რიგებში და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები; 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე და მალე გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მუშაობდა გამოჩენილი მეცნიერის ო. შრედერის კლინიკაში; 1939 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად; აქვე განაგებდა სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკას, რომელსაც სათავეში ედგა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე; მომდევნო წლებში იყო პირველი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი; სამამულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას; ექიმი (მეან-გინეკოლოგი), პროფესორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.374 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |