The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ შუშანია

პლატონ შუშანია
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:21 მარტი, 1971  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს.

ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, 1917 წელს შევიდა პარტიის რიგებში და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პარტიული თანამდებობები; 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე და მალე გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მუშაობდა გამოჩენილი მეცნიერის ო. შრედერის კლინიკაში; 1939 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად; აქვე განაგებდა სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკას, რომელსაც სათავეში ედგა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე; მომდევნო წლებში იყო პირველი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი; სამამულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას. საფუძველი ჩაუყარა ჩვენში ქალის ჰორმონულ-სექსუალური ფუნქციის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხების შესწავლას, ფუნქციურ და გინეკოლოგიურ სისხლდენათა პრობლემის მეცნიერულ კვლევას. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. ექიმი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1935).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.374; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.395; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გინეკოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1944-)
  • სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს სამშობიარო დახმარების კომისია, საპატიო წევრი (1969-)
  • ქალის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო საზოგადოების მსოფლიო ასოციაცია, ეროვნული პრეზიდენტი (1967-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: