შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაგიფ აზიზ ოღლი მუსტაფა-ზადე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა ქ. ბაქოს მუსიკალური კოლეჯი, კონსერვატორია 1965 წელს. მისი როგორც ჯაზის მუსიკოსის დებიუტი შედგა თბილისში, სდაც გამოვიდა ანსამბლ "ორერასთან" ერთად და რამოდენიმე წელი მოღვაწეობდა; საქართველოს ფილარმონიასთან დააარსა ჯაზ-ტრიო "კავკასია"; 1966 წელს "კავკასიასთან" ერთად გამოსცა ერთი ალბომი და ერთი მინიონ(მუსტაფა-ზადე - ფორტეპიანო, გენო ნადირაშვილი - ბასი, ფელიქს შაბსისი - დასარტყამი); სსრკ-ში გამოცემული ერთ-ერთი პირველი ჯაზ-ალბომია და მისი პირველი ჩანაწერი; მუსტაფა-ზადემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ჯაზის განვითარებაში, გავლენა იქონია ჯაზმენებზე: თ. ყურაშვილი, დ. ჯაფარიძე; მან ჯაზში შექმნა ახალი მიმართულება აზერბაიჯანული ჯაზ-მუღამა; თხზულებები: ჯაზური კომპოზიციები, სიმფონიური და კამერული ნაწარმოებები; სსრკ-ში პირველი ჯაზის შემსრულებელი, რომელსაც მიენიჭა დამსახურებული არტისტის წოდება; ცნობილი ჯაზის შემსრულებლის აზიზა მუსტაფა-ზადეს მამა; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 347 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |