The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჩიგოგიძე

ნიკოლოზ ჩიგოგიძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1962  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1932 წელს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა თბილისის კონსერვატორიაში პოლიფონიის კლასს; 35 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად და დიდი სიყვარულით ემსახურა ეროვნული მუსიკალური კადრების აღზრდის საქმეს; პროფესიული და პიროვნული ავტორიტეტი მას საშუალებას აძლევდა აქტიურად ემუშავა სხვადასხვა მუსიკალურ-საზოგადოებრივ დაწესებულებებში, მუზფონდის გამგეობაში და სხვა; ვიოლონჩელისტის ნინო კოზმინსკაია-ჩიგოგიძის მეუღლე და არფისტ ნინო (ნუნუ) ჩოგოგიძის მამა. კონსერვატორიის პროფესორი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.380; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.comქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 531-532

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: