The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა მუქერია

შალვა მუქერია
Date of birth:23 April, 1964  (61 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს(კლარნეტი), ქ. ოდესის კონსერვატორია 1998 წელს(ვოკალური).

1985-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის მუსიკოსი(I კლარნეტი, საქსოფონი); პარალელურად მეცადინეობდა ნ. ანდღულაძესთან და ზ. სოტკილავასთან; კონსერვატორიის დამთავრებისთანავე გახდა ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორი, შემდეგ სოლისტი(2004-წლამდე); 2000 წლიდან პარმის(იტალია) ოპერის თეატრში საზეიმო კონცერტის შემდეგ დირიჟორმა ზ. მეტამ მიიწვია ფლორენციაში, ელვინოს პარტიის შესასრულებლად(ბელინი "სომნამბულა"); 2005-2007წწ. იყო ვენის ოპერის სოლისტი; 2007 შედგა მისი დებიუტი "ლა სკალა"-ში, ტონიო(დონიცეტი "პოლკის ქალიშვილი"); ამჟამად ცხოვრობს მადრიდში; რეპერტუარი: ნემორინო, ედგარი, ლესტერი, პერსი, ერნესტო, ალამირი, ტონიო(დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი", "ლუჩია დი ლამერმური", "მარია სტიუარტი", "ანა ბოლეინი", "დონ პასკუალე", "ბელიზარიო", "პოლკის ქალიშვილი"); რუდოლფი, არტური(პუჩინი "ბოჰემა", "პურიტანები"), იტალიელი მომღერალი(რ. შტრაუსი "ვარდების კავალერი"), ელვინო, ტიბალტი, კორასმინი(ბელინი "სომნამბულა", "კაპულეტი და მონტეკი", "ზაირა"), ალფრედი, ჰერცოგი, კასიო, ფენტონი(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ოტელო", "ფალსტაფი"), იოპასი, დედოფალ დიდონას კარის პოეტი(ბერლიოზი "ტროელები"), ახალგაზრდა ბოშა(რახმანინოვი "ალეკო"), არლეკინი(ლეონკავალო "ჯამბაზები"); საოპერო მომღერალი, ლირიკული ტენორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 348



Share: