შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიჭიკო ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1938-1942წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში(ახლანდელი ინსტიტუტი). 1963 წლამდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1942 წლიდან შეთავსებით მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დრამატულ წრეში რეჟისორად, ხოლო 1957 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელად; 1950–იან წლებში ხელმძღვანელობდა თსუ–ის სტუდენტურ თეატრს; მსახიობის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია გიქო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ჩინჩახოვი (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ფილიპო (კ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით"), ვახტანგ ობელიანი (ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები"), კურჩაევი, ნეზნამოვი(ა. ოსტროვსკის "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება", "უდანაშაულო დამნაშავენი"), ჰამლეტი, ედგარი, როდრიგო (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "მეფე ლირი", "ოტელო"), ფრანც მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ცრუ დიმიტრი (ა. პუშკინის ბორის გოდუნოვი), ტირეზია (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") და სხვები; მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე წარმატებით სარგებლობდა მის მიერ დადგმული ვაჟა-ფშაველას "სათაგური"; კინო როლები: ქერიმ-აღა("მაია წყნეთელი", 1959), ლევანა ("ლევანა", 1960), გიორგი ("ჭიაკოკონა", 1961), ყარამანი ("განძი", 1961), მგზავრი ("შემთხვევა გზაზე", 1963), გიორგი ("ხევსურული ბალადა", 1965); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მწერალ გ. ქუჩიშვილის შვილი და რეჟისორ თ. ჩხეიძის მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ.,1994. - გვ.388 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |