The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან მუხაშავრია

ქეთევან მუხაშავრია
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1983 წელს (ქორეოგრაფია).

1983 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 2005 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი (კლასიკური ცეკვა); ქართული რეპერტუარი: ირმა (დ. თორაძე "გორდა"), კრეუსა (რ. გაბიჩვაძე "მედეა"), ტანგო (გ. ყანჩელი), ფედრა (გ. ყანჩელი "ფედრა); სხვა რეპერტუარი: ფემა (ლისტი "ამორძალები"), გაზაფხული (ვივალდი "წელიწადის დრონი"), ჟიზელი, მირტა (ადანი "ჟიზელი"), მეგობარი (მინკუსი "დომ კიხოტი"), პა-დე-ტრუა, დიდი გედი, სარძლო, ინდური თოჯინა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), სილფიდა(შნაიცჰოფერი "სილფიდა"), დეზდემონა (პერსელი "მავრის პავანა"), სოლო (შოპენი "შოპენიანა"), ვალსი (ბალანჩინი "ვალსი"), თოლია, ბესი(გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), კლიტემნესტრა ("ლულუ-სიუიტა"), სოლო (მოცარტი "ღამის პატარა სერენადა"), სოლო ("კოლუმბიდან ბროდვეიმდე"), ექსცენტრიკული დუეტი (შნიტკე); გასტროლები: ფინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, მალტა, შოტლანდია, ინგლისი, საფრანგეთი, აშშ, იაპონია, ჩინეთი; ბალეტის მოცეკვავე; 2004 წლიდან მუშაობდა პედაგოგ-სპეციალისტად ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სკოლაში; 2016 წლიდან ქეთევან მუხაშავრია გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" პედაგოგ-რეპეტიტორია.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 350; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.323

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის

გააზიარე: