Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ციციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტაშკენტი, უზბეკეთი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-მექანიკურ ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1931 წელს. მუშაობდა მხატვრად მიწათმოწყობის სახალხო კომისარიატში, სადაც იღებდა ასლებს კუსტარული მრეწველობის განყოფილებაში; 1927-1939წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარია; 1935 წელს მიიწვიეს სამხატვრო აკადემიაში, სადაც ასწავლიდა გრაფიკას, ქსილოგრაფიას, ლითოგრაფიას, გრაფიკული ხელოვნების ისტორიას, კომპოზიციას; 1959 წელს აპ. ქუთათელაძესთან ერთად თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაარსა გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი; ააღორძინა ქართული ხალხური შემოქმედების მრავალი მივიწყებული დარგი; მაგალითად: ტიხრული მინანქრის, ლურჯი სუფრისა და ძველი ქართული ფერადი დაჩითვის ტექნოლოგია; მას ეკუთვნის ასევე ბარბიუსის, გრიბოედოვის, ს. აინის, ა. ბელიაშვილის, ალექსანდრე წავწავაძისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებების მაღალ დონეზე შესრულებული ილუსტრაციები; მან შეკრიბა, დაამუშავა და გამოაქვეყნა "ხალხური რეწვის ტექნოლოგია". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.396 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |