Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნესტორ ესებუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სორტა, სენაკის მუნიციპალიტეტი. საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა კულა გლდანელთან შეხვედრებმა. დიდი წარმატებით გამოდიოდა საქართველოსა და რუსეთის ქალაქებში, ასევე სტამბოლსა და პარიზში. აღიარებული იყო სახალხო მოჭიდავედ. ქართული პრესა დიდი ადგილს უთმობდა ნესტორ ესებუას ოსტატობას. აკაკი წერეთელმა ნესტორ ესებუასა და კულა გლდანელს უძღვნა პოემა "ჭიდაობა" (1888). ნესტორ ესებუა ქართული ჭიდაობის ტრადიციული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელი იყო. დიდ ძალასთან ერთად გააჩნდა სისწრაფე და რაინდული მანერა. სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის: კულა გლდანელი, კლემენს ბული, გეორგ ლურიხი, ივანე პოდუბნი, სარი სულეიმანი, ყაზბეგ გარა, ემილ ფორი და სხვები. პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-მდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი. წარმატებით გამოდიოდა პეტერბურგის, თეირანის, სტამბოლისა და ბრიუსელის დიდ ტურნირებში. წლების განმავლობაში ეწეოდა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას. ზრუნავდა ახალგაზრდა სპორტსმენთა გამოვლენასა და აღზრდაზე. გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით. 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას. ფალავანი, მოჭიდავე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.99; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |