Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალიოშა წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალობით 1915 წელს. 1911-1915წწ. აქტიურად თანამშრომლობდა ხარკოვის გაზეთში "უტრო", რომლის ფურცლებზე გამოქვეყნდა მისი მრავალი სტატია ქართული ლიტერატურის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე; 1915-1918წწ. იგი ძველი მსოფლიოს და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1919-1921წწ. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე; 1922 წლიდან მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად, 1927 წელს აირჩიეს ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ; ერთხანს ასრულებდა საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის დირექტორის მოვალეობას; 1921-1924წწ. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; 1935 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა; იმავე წელს "შინსახკომის" ე.წ. დიდმა სამეულმა ლ. ბერიას თაოსნობით მას მიუსაჯა გადასახლება; 1955 წლის დამლევამდე იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში; გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა მონოგრაფია - "სირია და ფინიკია" (1956); სახელმძღვანელოები: "ძველი რომი" (ორ ნაწილად, 1957, 1961) და "ძველი საბერძნეთის წყაროთმცოდნეობა" (1963), მრავალი სამეცნიერო სტატია თსუ-ის შრომებში და სხვა სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში; მისი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოებია: "ძველი აღმოსავლეთი" (ორ ნაწილად, 1925, 1935), "სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში" (1923), "ძველი საბერძნეთი" (ორ ნაწილად, 1929, 1932), "ხეთელები და მათი ქვეყანა" (1931) და სხვა; მონოგრაფიები - "კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსის კულტურა" და "ლუკიანე სამოსატელი"; ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.403 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |