Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხო ბორაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კასპი. დაამთავრა ქ. ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის ტელერეჟისურის ფაკულტეტი 1979 წელს. 1969-2006წწ. მუშაობდა კომპანია "ქართულ ტელეფილმში" ჯერ კინორეჟისორის ასისტენტად, 1989 წლიდან - კინორეჟისორად; 2003 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობს მხატვრული კინოს რეჟისურის სახელოსნოს; უკავია ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ფანჯარა"(დოკუმენტური, 1980), "მერი"(დოკუმენტური, 1989), "საქართველოს ქრონიკები"(დოკუმენტური, 1991), "სიაუშ ქართველი"(დოკუმენტური, 1997), "ცარიელი სივრცე"(დოკუმენტური, 2001), "დედაოღვთისავ..."(დოკუმენტური, 2003), "მე ჯორჯ ბალანჩინი..."(დოკუმენტური, 2005) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ფანჯარა"(დოკუმენტური, 1980), "მერი"(დოკუმენტური, 1989), "საქართველოს ქრონიკები"(დოკუმენტური, 1991), "ცარიელი სივრცე"(დოკუმენტური, 2001), "დედაოღვთისავ..."(დოკუმენტური, 2003), "მე ჯორჯ ბალანჩინი..."(დოკუმენტური, 2005) და სხვ.; გადაღებულია ფილმებში: "მაგდანას ლურჯა"(მიხო, 1955), "სხვისი შვილები"(გია, 1958), "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"(რომული, 1962), "Бэла"(Ru, 1966), "ღიმილის ბიჭები"(ბაადური, 1969). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |