The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სავლე წერეთელი

სავლე წერეთელი
Date of birth:1 February, 1907
Date of death:9 August, 1966  (at 59 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი.

დამთავარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე; 1948-1953წწ. და 1957-1960წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. მის მთავარ მეცნიერულ დამსახურებას წარმოადგენს დიალექტიკურ-ლოგიკური სისტემის შექმნა, რომელიც ცნობილია უსასრულო დასკვნის თეორიის სახელწოდებით. ამ თეორიის ძირითადი პრინციპები (განსაკუთრებით, დაუბოლოებლის ცნების განსაზღვრება) მან ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ 1947 წელს, ხოლო დასრულებული სახით ეს თეორია გადმოცემულია მის მონოგრაფიაში "დიალექტიკური ლოგიკა" (თბილისი, 1965). იგი თვლის, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, ეს არის დიალექტიკური ლოგიკა, რომლის დაბალ საფეხურს ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. მათემატიკური ლოგიკა მათემატიკური დისციპლინაა. დიალექტიკური ლოგიკა ონტოლოგიური მეცნიერებაა. ფორმალური ლოგიკა სასრულის ლოგიკას წარმოადგენს, დიალექტიკური ლოგიკა კი არის უსასრულოს ლოგიკა, რომელიც უზოგადესი ცნებების-კატეგორიების - საშუალებით ხორციელდება და შინაარსეული ხასიათი აქვს. არსებობს ორი ტიპის კატეგორიები: ლოგიკური კატეგორიები და ლოგიკურის კატეგორიები. ლოგიკურის კატეგორიის უარყოფა შეუძლებელია, ვიანიდან მისი უარყოფა მასვე ასაბუთებს. დიალექტიკური ლოგიკა აგებულია ამ ტიპის კატეგორიებზე. იგი ასე განსაზღვრავს დიალექტიკური ლოგიკის საგანს: "ლოგიკა არის მეცნიერება აზრის მოძრაობა - განვითარების ობიექტურ ფორმათა შესახებ". ამ იდეის დასაბუთბას სავლე წერეთელმა მრავალი გამოკვლევა და მონოგრაფია მიუძღვნა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.308-309; ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.193-195;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 130-131

Awards and Honors

  • 1977 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ნაშრომისათვის "დიალექტიკური ლოგიკა"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "იაპონიაზე გამარჯვებისთვის"
  • მედალი "კენიგსბერგის აღებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: