შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა კოლელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს, ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1996 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს. 1982-1985წწ. ქ. თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1985-1992წწ. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1991-1995წწ. შ.პ.ს. კინოსტუდიის "ასპიროზი" დირექტორი; 1992-1995წწ. ბავშვთა ხელოვნების სტუდიის დამფუძნებელი; 1998 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის "მსახიობები საზღვრებს გარეშე", დამფუძნებელი; 1985-1999წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს უმაღლესი კატეგორიის შტატის მსახიობი; 1998-2001წწ. სერგო ზაქარიაძის სახელობის თანამედროვე ხელოვნების სასწავლებლის მსახიობობის ოსტატობა-სასცენო მეტყველების პედაგოგი; 2000-2002წწ. აჭარის ტელევიზია საავტორო გადაცემა "კაი ამბავი", ავტორი; 2000-2002წწ. ქ. ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსი; 1999-2003წწ. დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი შპს "მოდი ნახე"-ს ხელნაკეთი ნივთები; 2002-2005წწ. ხელოვნების აკადემია, ხელოვნების ოსტატობის პედაგოგი; 2009 წელს შპს კინოსტუდია "გარიგება", დამფუძნებელი; 2011 წელს "Futura film georgia"-ს დამფუძნებელი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "გარიგება"(1993), "არჩევანი"(2003), "ქუთაისელი ბაბუ"(2007), "გარიგება 2"(გარიგება 20 წლის შემდეგ, 2011) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ორი ხევსური"(2006), "ომი და ქორწილი"(2010); პროდიუსერია ფილმების: "ომი და ქორწილი"(2010), "საქართველო ჩემს გულში"(2004); გადაღებულია ფილმებში: "ნატვრის ხე"(შეთე, 1976), "შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე"(1981), "კუკარაჩა"(მურტალო, 1982), "დედუნა"(1985), "ხარება და გოგია"(ჟორჟიკა ბერძენიშვილი, 1987), "მედიატორი"(2008), "გარიგება 2"(გარიგება 20 წლის შემდეგ, მიტო, 2011) და სხვ. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.118-119 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |