შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ფალავანდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს. იმავე წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორად; 1992-1994წწ. სახელმწიფო კინოკონცერნის ვიცე-პრეზიდენტი; 1994-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" დირექტორი; 2000-2007წწ. - დირექტორის მოადგილე; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მიმინო"(1965), "ჩამავალი მზე"(1970), "გოგონა და ჯარისკაცი"(1970), "მზე შემოდგომისა"(1973) "რაჭა ჩემო სიყვარულო"(1977), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი"(1990) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "ჩამავალი მზე"(1970), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი"(1990). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |