The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ჭავჭავაძე

თამარ ჭავჭავაძე
Date of birth:16 October, 1896
Date of death:20 April, 1968  (at 71 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე 1917-1919წწ.; პარალელურად პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში; 1919-1921წწ. თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი - ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 

1919 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის; 1928-1942წწ. და 1964-1968წწ. მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში; მისი ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წელს დადგმულ ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყაროში", რომელმაც ქართულ სცენაზე განაახლა ტრაგედია; გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა მისი როლები: სალომე(უაილდის "სალომე"), ლამარა("ლამარა", ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), ბეატრიჩე(შელის "ბეატრიჩე ჩენჩი"), ემილია(შექსპირის "ოტელო"), ლედი მილფორდი(შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მარგარიტა(დიუმა-შვილის "მარგარიტა გოტიე"), ზეინაბი(სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ქეთევანი(ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი"), იოკასტე(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სანათა("ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვა;. მსახიობის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კომედიურ როლებს: დიანა(ლოპე დე ვეგას "სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი"), მადამ სან-ჟენი(გ. სარდუსა და მოროს "მადამ სან-ჟენი"), დარეჯანი(მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი") და სხვა; ჭავჭავაძემ შექმნა თანმამედროვე ქალთა რეალისტური სახეებიც: ტატიანა(ლავრენიოვის "რღვევა"), ბაილი(ჩიანელის "ბაილი"), პელაგია ნილოვნა(მოსაშვილის "სადგურის უფროსი") და სხვა; იგი ასევე იყო მხატვრული კითხვის ოსტატი; 1926 წლიდან იღებდნენ კინოშიც, ფილმები: "დინა ძაძუ"(1926, თავადის ქალი), "ქეთო და კოტე"(1948, ხანუმა) და სხვა; თეატრისა და კინოს მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.409

Awards and Honors

  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: