შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე 1917-1919წწ.; პარალელურად პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში; 1919-1921წწ. თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი - ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1919 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის; 1928-1942წწ. და 1964-1968წწ. მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში; მისი ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წელს დადგმულ ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყაროში", რომელმაც ქართულ სცენაზე განაახლა ტრაგედია; გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა მისი როლები: სალომე(უაილდის "სალომე"), ლამარა("ლამარა", ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), ბეატრიჩე(შელის "ბეატრიჩე ჩენჩი"), ემილია(შექსპირის "ოტელო"), ლედი მილფორდი(შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მარგარიტა(დიუმა-შვილის "მარგარიტა გოტიე"), ზეინაბი(სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ქეთევანი(ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი"), იოკასტე(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სანათა("ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვა;. მსახიობის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კომედიურ როლებს: დიანა(ლოპე დე ვეგას "სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი"), მადამ სან-ჟენი(გ. სარდუსა და მოროს "მადამ სან-ჟენი"), დარეჯანი(მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი") და სხვა; ჭავჭავაძემ შექმნა თანმამედროვე ქალთა რეალისტური სახეებიც: ტატიანა(ლავრენიოვის "რღვევა"), ბაილი(ჩიანელის "ბაილი"), პელაგია ნილოვნა(მოსაშვილის "სადგურის უფროსი") და სხვა; იგი ასევე იყო მხატვრული კითხვის ოსტატი; 1926 წლიდან იღებდნენ კინოშიც, ფილმები: "დინა ძაძუ"(1926, თავადის ქალი), "ქეთო და კოტე"(1948, ხანუმა) და სხვა; თეატრისა და კინოს მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.409 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |