შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ხიზანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღლადოვლეთი, გორის მაზრა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1870 წელს; ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) იურიდიული ფაკულტეტი 1876 წელს. მუშაობდა გამომძიებლად ზანგეზურში, ცხინვალში, სურამში, თიანეთში, მომრიგებელი მოსამართლის მოადგილედ თბილისში; თანამშრომლობდა "დროებაში", "ივერიაში", "იმედში", "მოამბეში"; ხიზანაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი დარგი ქართული სამართლის ისტორია იყო; ამ დარგის სპეციალური კვლევა-ძიება პირველად ხიზანაშვილმა დაიწყო; ძველი ქართული სამართლის უმნიშვნელოვანესი საკითხებისადმი მიძღვნილ მონოგრაფიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 2 ნაშრომი: "ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი" და "ძეგლისდება მეფე გიორგი ბრწყინვალესი"; ხიზანაშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ჩვეულებითი სამართალი და ოსტატურად გამოიყენა იგი საკანონმდებლ ძეგლებით გათვალისწინებული ინსტიტუტების ისტორიის გამოსაკვლევად; ხიზანაშვილის იურიდიულ ნაშრომებს ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლის ისტორიის მეცნიერებისათვის; ხიზანაშვილისთვის, როგორ ისტორიის მკვლევრისათვის, დამახასიათებელია ისტორიული წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება; მონოგრაფიაში "მეფე დავით აღმაშენებელი და მისი დრო" (ტფ. 1894) დაწვრილებითაა განხილული დავით აღმაშენებლის ეპოქა, მეცნიერულადაა დასაბუთებული დავით აღმაშენებლის დამსახურება და მის მიერ გატარებულ რეფორმათა დადებითი შედეგები; ნაშრომში "გიორგი ბრწყინვალე, მეფე საქართველოსი" (ტფ. 1890) მან პირველმა შეაფასა სწორად მონღოლთა ბატონობის უარყოფითი შედეგი დაპყრობილი ხალხების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განვითარებაზე; დამაჯერებლად ახსნა ომებში მონღოლთა წარმატების საიდუმლო და სწორად შეაფასა მეფე გიორგის პოლიტიკური ალღო და მისი დიპლომატიური ურთიერთობა მონღოლებთან; ხიზანაშვილმა დიდი ყურადღება მიაქცია ეთნოგრაფიის სინამდვილის შესწავლას; აღწერა ხევისბერობა, დასტური, შულტა, თემობა, ქადაგი, მესულთანი, ბოსლობა, ოჯახობა, ქორწილი, მეშაბათეები, დაკრძალვა, სიცოცხლით დამარხვა, სულის ცხენი, ჭირის წყენა, წილბერკვა, პირის ჭერა, ყაბახი, დოღი და სხვა; ხიზანაშვილს ეკუთვნის მრავალმხრივ საინტერესო პუბლიცისტური წერილები ("ჩვენი ცხოვრების ევოლუცია", "გუჯრები ა. ხახანაშვილისა", "ეხლანდელი სამწერლო ენა", "კრწანისის ბრძოლა", "ლიტერატურული მიმოხილვა", "ქართული ენის შემოღების გამო", "ეკონომიკა თუ აგრონომია", "საფუძვლები სახალხო განათლებისა", "ძველი და ახალი თაობა" და სხვა); იურისტი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.415 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |