Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კალაგონი, ჩოხატაურის რაიონი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; დაამთავრა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტი 1925 წელს. სტუდენტობისას აქტიურად ჩაება რევოლუციური წრეების საქმიანობაში; 1917 წელს იარაღით ხელში, რუს სტუდენტებთან ერთად იბრძოდა რევოლუციის ბარიკადებზე; იმავე წელს სრულიად ჩამოყალიბებული პუბლიცისტი და ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის შესწავლასა და გამომზეურებას; საქართველოში დაბრუნებისთანავე ენერგიულად განაგრძობს მეცნიერულ ლიტერატურულ მოღვაწეობას; მისი პირველი ნაშრომი "ქართული ინტელიგენციის პროფილი XIX საუკუნეში", რომელიც დაიბეჭდა 1927 წელს; საინტერესოდ აშუქებდა ჩვენი ინტელიგენციის სოციალურ-პოლიტიკურ იდეალებს და მისი განვითარების გზებს; სიმონ ხუნდაძის კალამს ეკუთვნის მონოგრაფიები: "სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში", "ნიკო ნიკოლაძე", "გიორგი წერეთელი", "დიმიტრი ყიფიანი", "სოლომონ რაზმაძე", "ივანე მაჩაბელი", "გალაქტიონ ტაბიძე", "არსენას ტიპი ქართულ მწერლობაში" და სხვა; ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათედრას, იყო ამავე ფაკულტეტის დეკანი, ჟურნალ ქართული მწერლობის რედაქტორი, გამომცემლობების "ქართული წიგნის", "ფედერაციის", "სახელგამის" დირექტორი; ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.419; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.515< Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |