The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა ნადარეიშვილი

ლეილა ნადარეიშვილი
Legal name:ლარისა ნადარეიშვილი
Date of birth:9 February, 1937  (87 years)
Category:Dancer, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1956 წელს.

1957-1958წწ. იყო ქ. ერევნის სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; 1958 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, პედაგოგი ვ. პეტროვა; 1959-1977წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; პარალელურად, 1974-1977წწ. სწავლობდა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინოს ინსტიტუტში; 1980-1995წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ესთეტიკის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-2008წწ. თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დ. ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტში პედაგოგი; ქართული რეპერტუარი: მზეთუნახავი(გრ. კილაძე "სინათლე"), ირემა, ზოია(დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), დეზდემონა(ა. მაჭავარიანი "ოტელო"), ოფელია(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), აღმოსავლეთის ვარსკვლავი(ს. ცინცაძე "დემონი"), ევრიდიკე(გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"), მანდილოსანი(ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნოში"), ქალიშვილი(ბ. კვერნაძე "ბერიკაობა", 1973, პრემიერა), ქალი(ბახი "პასაკალია"); სხვა რეპერტუარი: ოდეტა-ოდილია, ფრანჩესკა, იასამნის ფერია(ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "ფრანჩესკა და რიმინი", "მძინარე მზეთუნახავი"), ჰამზათი(მინკუსი "ბაიადერა"), მირტა(ადანი "ჟიზელი"), ჰასინტა(კრეინი "ლაურენსია"), მბრძანებელი, ქუჩის მოცეკვავე(მინკუსი "დონ კიხოტი"); გასტროლები: რუსეთი, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი; ბალეტის მოცეკვავე, საბალეტო ხელოვნების მკვლევარი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ბალეტი", დაიცვა 1977 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 356

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: