The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიკა ნადარეიშვილი

Date of birth:27 October, 1972  (52 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1990 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს(მუსიკის თეორია).

1997 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(თეორიული საგნები), 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2008-2010წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 2008-2010წწ. დოქტორანტურის სამეცნიერო საქმეების მწარმოებელი და კოორდინატორი; 2010-2013წწ. სასწავლო დეპარტამენტის უფროსი; 2013-2022წწ. სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი; 2021-დან მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2023-დან - პროფესორი. მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, მუსიკოლოგიის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ოსტინატოს ფორმები ევროპულ პროფესიულ მუსიკაში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 357


Share: