The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიკა ნადარეიშვილი

მარიკა ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

დაამთავრა ქ. სოხუმის მუსიკალური სასწავლებელი 1990 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს (მუსიკის თეორია).

1997 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (თეორიული საგნები), 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 2008-2010წწ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 2008-2010წწ. დოქტორანტურის სამეცნიერო საქმეების მწარმოებელი და კოორდინატორი; 2010-2013წწ. სასწავლო დეპარტამენტის უფროსი; 2013-2022წწ. სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი; 2021 წლიდან მუსიკის თეორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 2023 წლიდან - პროფესორი. მუსიკისმცოდნე-თეორეტიკოსი, მუსიკოლოგიის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ოსტინატოს ფორმები ევროპულ პროფესიულ მუსიკაში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 357


გააზიარე: