შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გოგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმების სარეჟისორო ფაკულტეტი 1986 წელს; ქ. ლენინგრადის კინოფაკულტეტი ხმის რეჟისურის სპეციალობით 1989 წელს. 1971 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ხმის ოპერატორად; 2002-2010წწ. მუშაობდა ტელეკომპანია "იმედში" ხმის პროდიუსერად. ხმის რეჟისორი/ოპერატორია ფილმების: "გაზაფხული გადის" (1983), "ადამიაინთა სევდა"(1984), "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" (1985), "თეთრი დროშა" (1989), "მერცხლები და ბეღურები" (1991), "იავნანა"(1994), "ერთი მილიმეტრი"(1996), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(1996), "ლუკას სახარება" (1998), "მატარებელი" (2001), "თბილისი-თბილისი" (2005) და სხვ.; გადაღებულია ფილმში: "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში"(1985). ხმის რეჟისორი, ოპერატორი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |