The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულნარა ჯაფარიძე

გულნარა ჯაფარიძე
Date of birth:27 February, 1917
Date of death:4 February, 1978  (at 60 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Explorer, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1946 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელია, შემდეგ სწავლული მდივანი და განყოფილების გამგე; დიდი წვლილი შეიტანა მუზეუმის ფონდების შესწავლისა და ექსპოზიციების მოწყობაში. 1958-1960წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნების განყოფილებას; ახალი და უახლესი სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო მკვლევარი სისტემატურად აწყობდა ქართველი მხატვრების ნამუშევართა გამოფენას ჩვენშიც და უცხოეთშიც; მის კალამს ეკუთვნის არა ერთი საინტერესო მონოგრაფია და 150-მდე სტატია; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები თანამედროვე ლითონმქანდაკებლობაზე; საგულისხმოა, რომ თვით ეს ტერმინიც ქართულ ლექსიკაში მანვე შემოიტანა და დაამკვიდრა; საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა სოსო გაბაშვილს, თამარ აბაკელიასა და კორნელი სანაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.426

Member of Organizations

  • მხატვართა კავშირის კრიტიკოსთა სექცია, მდივანი, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: