The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე თულაშვილი

ივანე თულაშვილი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1863
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 1930  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ნიკოლოზის სამხედრო-საინჟინრო აკადემია პეტერბურგში 1890 წელს.

1896-1921წწ. პრაქტიკულ და საინჟინრო საქმიანობას ეწეოდა მოსკოვში; 1921 წელს პოლიტექნიკური ფაკულტეტის დაარსებასთან დაკავშირებით სამუშაოდ მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1928-1930წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის პირველი გამგე; კითხულობდა სამშენებლო სამუშაოთა, სამოქალაქო ხუროთმოძღვრების, ფუძე-საძირკვლების და გათბობა-ვენტილიაციის კურსებს. თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის  საქართველოში ხუროთმოძღვრული დარგის ორგანიზაციასა და პირველ ინჟინერ-მშენებელთა აღზრდაში. იჟინერ-მშენებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 8


გააზიარე: