The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუარსაბ I (ქართლის მეფე)

ლუარსაბ I
ოფიციალური სახელი:ლუარსაბ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1502
გარდაცვ. თარიღი:1556  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე 1527-1556წწ., დავით X-ის ძე, 1522 წელს თავი ისახელა ყიზილბაშების წინააღმდეგთელეთის ბრძოლაში. ლუარსაბ I ცდილობდა სპარსეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. მის დროს შაჰ თამაზ I-მა ოთხი ლაშქრობა მოაწყო საქართველოში(1541, 1547, 1551 და 1554). 1541 წელს შაჰმა თბილისი აიღო და ქალაქში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა. დაახლოებით 1552 წელს ლუარსაბ I-მა თბილისი დაიბრუნა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა; 1540-1550წწ. შაჰის ბრძანებით თბილისი და ქვემო ქართლი აღწერეს და უშუალოდ ირანის სახელმწიფოს დაუმორჩილეს. ეს იყო "ყიზილბაშობის" შემოღების პირველი ცდა ქართლში. 1555 წელს ამასიის ზავით ირან-ოსმალეთმა საქართველო გაინაწილეს. ლუარსაბ I  არ ცნობდა ამ ზავს და ბრძოლას განაგრძობდა, რითაც დაიბრუნა ქართლოს რამდენიმე ციხე-სიმაგრე, ძლიერ შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. 1556 ყიზილბაშების წინააღმდეგ გარისის ბრძოლაში ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაჭრა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.632; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.440


გააზიარე: