The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰოვანეს თუმანიანი

ჰოვანეს თუმანიანი
Date of birth:19 February, 1869
Date of death:23 March, 1923  (at 54 years)
Burial location:სომეხ მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი.
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დსეღი, ლორეს მაზრა (ახლანდელი თუმანიანის რაიონი), სომხეთი.

დაამთავრა ჯალალოღლის (ახლანდელი სტეფანოვანი) ოთხკლასიანი სასწავლებელი; სწავლობდა თბილისის ნერსესის სემინარიაში (ვერ დაამთარა უსახსრობის გამო).

სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1886 წელს (დაიბეჭდა მოთხრობები "ძაღლი და კატა", "უიღბლო ვაჭრები"); ჰ. თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო - წერდა ლექსებს, პოემებს და მოთხრობებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალურ-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწყმო. მწერლის მოთხრობები "გიქორი" (გამოქვეყნდა 1907) და სხვ. სომხური პროზის საუკეთესო ნიმუშებია. ფართოდაა ცნობილი მის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტზე შექმნილი მრავალი პოემა და ზღაპარი ("ერთი წვეთი თაფლი", გამოქვეყნდა 1909; "გულადი ნაზარა", გამოქვეყნდა 1912 და სხვ); ჰ. თუმანიანი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი - "შერიგება" (1893), "საქართველოს სული" (1919), "საქართველოს პოეტებს" (1919) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწარმოები, თბ., 1924). ჰ. თუმანიანი გარდაიცვალა მოსკოვში. სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 8; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.129


Share: