შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰოვანეს თუმანიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დსეღი, ლორეს მაზრა (ახლანდელი თუმანიანის რაიონი), სომხეთი. დაამთავრა ჯალალოღლის (ახლანდელი სტეფანოვანი) ოთხკლასიანი სასწავლებელი; სწავლობდა თბილისის ნერსესის სემინარიაში (ვერ დაამთარა უსახსრობის გამო). სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1886 წელს (დაიბეჭდა მოთხრობები "ძაღლი და კატა", "უიღბლო ვაჭრები"); ჰ. თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო - წერდა ლექსებს, პოემებს და მოთხრობებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალურ-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწყმო. მწერლის მოთხრობები "გიქორი" (გამოქვეყნდა 1907) და სხვ. სომხური პროზის საუკეთესო ნიმუშებია. ფართოდაა ცნობილი მის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტზე შექმნილი მრავალი პოემა და ზღაპარი ("ერთი წვეთი თაფლი", გამოქვეყნდა 1909; "გულადი ნაზარა", გამოქვეყნდა 1912 და სხვ); ჰ. თუმანიანი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი - "შერიგება" (1893), "საქართველოს სული" (1919), "საქართველოს პოეტებს" (1919) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწარმოები, თბ., 1924). ჰ. თუმანიანი გარდაიცვალა მოსკოვში. სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 8; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.129
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |